მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მხოლოდ დროის საკითხია, როდის გახდება საქართველოს საზღვრები EU-ს საგარეო საზღვრები - ელჩი

ელჩი
26.01.24 12:30
454

"მხოლოდ დროის საკითხია თუ როდის გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა და საქართველოს საზღვრები გახდება ევროკავშირის საგარეო საზღვრები,"- განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ, რომელიც საბაჟოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს მიერ გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

ელჩის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს საბაჟო სამსახურს უკვე 20 წელია მხარს უჭერს, ხოლო ქართველი მებაჟე-ოფიცრები სამსახურისადმი ერთგულებითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევიან.

"მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს სასაზღვრო სამსახურის მებაჟე ოფიცრების პროფესიონალიზმს, პროფესიისადმი ერთგულებას და ცვლილებებისადმი სწრაფი ადაპტაციის შესაძლებლობას. ევროკავშირი უკვე 20 წელია მხარს უჭერს საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო სამსახურს და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას, განსაკუთრებით ახლა, როდესაც საქართველო გახდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა. მხოლოდ დროის საკითხია თუ როდის გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა და საქართველოს საზღვრები გახდება ევროკავშირის საგარეო საზღვრები. ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ ეს საზღვრები კარგად იყოს დაცული და ეს მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნისთვის,"- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.