მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მხოლოდ ევროპული მომავალია საქართველოს მშვიდობის და კეთილდღეობის არჩევანი" - იაგო ბიტარიშვილი

იაგო ბიტარიშვილი

"მხოლოდ ევროპული მომავალია საქართველოს მშვიდობის და კეთილდღეობის არჩევანი," - ამის შესახებ “იაგოს ღვინოს” დამფუძნებელი, იაგო ბიტარიშვილი სოციალურ ქსელში წერს. იგი ამ განცხადებით ეხმიანება "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, რომ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი შეაჩეროს.

"ეს იყო მთავარი წინასაარჩევნო გზავნილი, რომელიც სულ რამოდენიმე დღეში თავზე გადაგვახიეს. შესაბამისად, როგორ უნდა დაიჯეროს საზოგადოებამ, რომ 2028 იქნება სხვანაირად? - 2028 წელს აღარ გამაპიდარასტებენ?! - 2028 აღარ დაიწყება ომი?! - 2028 წელს აღარ ჩამოიშლება მეღვინეობის სექტორი?!

აღარც არავინ გვიღებდა ამ რამოდენიმე წელში და ყველამ ვიცით, რომ ეს გრძელი პროცესია, რომელიც ყველა იმ ქვეყანამ გაიარა ვინც გაწევრიანდა და შეხედეთ ამ ქვეყნების ცხოვრების კეთილდღეობას მანამდე და ახლა.

ზოოპარკშიც კი გალიაში მოთავსებული ცხოველი თუ ფრინველი რომელთაც მოვლა არ აკლია ოცნებობს თავისუფლებაზე. ეს ბუნებრივი ინსტიქტია რომლისკენაც სულ მიისწრაფვის ყველა განურჩევლად ეროვნებისა და ქვეყნისა. ახლა სულ რომ ყველამ გადავწყვიტოთ შეგუება ხომ დარწმუნებულები ვართ, რომ ხვალ ჩვენი შვილები მაინც იბრძოლებენ ამისთვის როგორც ჩვენამდე ყველა წინა თაობამ იბრძოლა.

ზუსტად მხოლოდ ევროპული მომავალი არის ამ ქვეყნის მშვიდობის და კეთილდღეობის არჩევანი", - წერს იაგო ბიტარიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები