მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შეიძლება, ჯერ არ გვაქვს ჯანდაცვის, განათლების ევროპული სისტემები, მაგრამ ფასეულობებით უკვე ვართ ევროპა" - “იაგოს ღვინო”

იაგოს ღვინო

კომპანია “იაგოს ღვინის” დამფუძნებელი, იაგო ბიტარიშვილი, BMGDrive-ის ეთერში ქართული მეღვინეობის განვითარებაში დასავლეთის როლს აფასებს და აღნიშნავს, რომ ადგილობრივ ბაზარზე მცირე მარნების პრობლემებს, სწორედ ევროპის მიერ გავრცელებული დასავლური ღირებულებები ჭრის.

“ქართული მარნებისთვის, რომლებიც ღვინოს ადგილობრივ ბაზარზე ყიდიან, ყველაზე დიდი პრობლემა თანხის ამოღებაა. მხოლოდ რამდენიმე ადგილია, სადაც ეს პრობლემა არ არსებობს, ეს ბარები, რესტორნები თუ მაღაზიები დიდ ყურადღებას აქცევენ ამას და აუცილებლად უხდიან შესაბამის თანხას მარნებს. ყველა ეს ადგილი ევროპული ფასეულობებითაა დაფუძნებული. მათი მეპატრონეებიც ამავე პოზიციას იზიარებენ.

ბოლო წლებში დასავლეთმა მხოლოდ ის კი არ მოგვიტანა, რომ რომელიღაც NGO-ს აფინანსებდა, რაზეც ასე მწვავედ ვსაუბრობთ, არამედ, ეს ფასეულობებიც შემოიტანა, ყველაზე მეტად - ახალგაზრდებში. ჩვენ უკვე ვართ ევროპა. შეიძლება, ჯერ არ გვაქვს ჯანდაცვის, განათლების, მედიცინის ევროპული სისტემები, მაგრამ ფასეულობებით უკვე ვართ ევროპის ნაწილი და ამას ყოველდღიურად ვხედავთ აქციებზეც”, - განაცხადა იაგო ბიტარიშვილმა.

“იაგოს ღვინის” პროდუქტი ექსპორტზე 10-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ევროპასა და აშშ-ში გადის. კომპანიის დამფუძნებელი განმარტავს, რომ დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კითხვები უკვე ჩნდება.

“პარტნიორების მხრიდან ინტერესი და კითხვები უკვე არის კანონთან დაკავშირებით, რომ რა ხდება, რატომ და ა.შ. ევროპარლამენტარების მხრიდანაც შეფასებები კეთდება, ეს უკვე ვიცით. იმედს ვიტოვებთ, რომ მათ მომავალში კითხვები აღარ დარჩებათ და ყველაფერი ისე დამთავრდება, როგორც ჩვენ და მათ სურთ”, - აცხადებს იაგო ბიტარიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები