მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მხოლოდქართული - “სანთელი” - ნუკი კოხოძის ბიზნესი და ხედვა

ორი წლის წინ, მაშინ, როცა პანდემიამ ადამიანების უმეტესობას დრო გამოუთავისუფლა და ახალი საქმის დაწყებაზეც დააფიქრა, ნუკი კოხოძემ თავისი ინტერესები სურნელოვანი სანთლების წარმოებისკენ მიმართა. სახელიც მარტივი და გასაგები შეარჩია, თან ისეთი, ყველას რომ დამახსოვრებოდა - "სანთელი". დროთა განმავლობაში გამოთავისუფლებული დროის ხარჯზე დაწყებული საქმე საყვარელ საქმიანობად იქცა. მომხმარებლების ყურადღებაც მალევე მოიპოვა, თან მაშინ ახალი ხილი იყო, ქართული ბაზარი მსგავსი პროდუქტით განებივრებული არ გახლდათ. "სანთელმა" თავი მარტივად დაიმკვიდრა. დღეს მრავალი თემატიკის და სახეობის პროდუქტი აქვთ.

ნუკი კოხოძე - "სანთელი", დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები