სექტემბრის განმავლობაში პაკისტანური რუპია 6%-ით გამყარდა, რაც თვის განმავლობაში მსოფლიოს ვალუტებს შორის ყველაზე მკვეთრი გამყარება იყო. ამჟამად ერთი დოლარი 282 პაკისტანური რუპია ღირს.
თუმცა, უფრო ხანგრძლივ პერიოდში პაკისტანის რუპია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გაუფასურებული ვალუტაა. 2023 წლის 1 იანვარს ერთი დოლარი 227 რუპია ღირდა და 31 აგვისტოსთვის ერთი დოლარი 306 რუპიას აღწევდა. სექტემბერში კი ის 282-ის ნიშნულამდე გამყარდა, თუმცა წლის დასაწყისიდან რუპია 28%-ით არის გაუფასურებული.
დღეს მსოფლიო ბანკმა პაკისტანის 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. აქამდე ბანკი ქვეყანაში 2%-იან ზრდას მოელოდა, რაც ახალი პროგნოზით 1.7%-მდე შემცირდა.