მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„მმართველ გუნდს საარჩევნო სამზადისი უკვე დაწყებული გვაქვს" - კახა კალაძე

კალაძე

პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, მმართველ გუნდს საარჩევნო სამზადისი უკვე დაწყებული აქვს.

კალაძე ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში არცერთ რაიონსა და ქალაქში ოპოზიციას არანაირი შანსი არ აქვს.

„მმართველ გუნდს საარჩევნო სამზადისი უკვე დაწყებული გვაქვს. თვითმმართველობის არჩევნები საკმაოდ მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, „ქართულ ოცნებას“ ექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა. საზოგადოებამ დღეს კიდევ უფრო ცხადად დაინახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენს მიერ
გატარებული პოლიტიკა და თუ რამხელა უბედურება აარიდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ ქვეყანას.

ის, რაც უკრაინაში ხდება, ძალიან მძიმეა. ყველას გვახსოვს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან როგორი მოწოდებები კეთდებოდა მეორე ფრონტის გახსნაზე, სანქციებთან მიერთებაზე. წარმოგიდგენიათ, ჩვენ რომ ეს შეცდომა დაგვეშვა, რამდენად მძიმე იქნებოდა ეს ჩვენი ქვეყნისთვის?“, - აღნიშნა კალაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციას და მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, კახა კალაძის თქმით, მათ წარმატების არანაირი შანსი არ აქვთ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თვითმმართველობის არჩევნებში დააყენებს თუ არა ისევ საკუთარ კანდიდატურას, კახა კალაძის თქმით: „ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას“.

შეგახსენებთ, თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზე უნდა გაიმართოს. კალაძე კი მერის პოსტს 2 ვადაა რაც იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები