მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვფიქრობ, კახა კალაძე 60%-ზე ბევრად მეტს მიიღებს - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არჩევანი გააკეთა.

ის ფიქრობს, რომ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში 60%-ზე მეტ ხმას მიიღებს.

"ჩვენი კვლევების თანახმად, პარტიამ, მთელი ქვეყნის მასშტაბით 60%-ზე მეტი ხმა უნდა აიღოს. რაც შეეხება დედაქალაქის მერობის კანდიდატს, ვფიქრობ, ჩვენი კანდიდატი 60%-ზე ბევრად მეტს მიიღებს და როგორც თბილისში, ისე მთელი ქვეყნის მასშტაბით, ძალიან მყარი უმრავლესობა გვექნება და 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერობის არჩევნებს", - განაცხადად კობახიძემ.

მან მედიასთან ამომრჩეველთა აქტივობაზეც გააკეთა კომენტარი. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ზოგადად, მუნიციპალურ არჩევნებს დაბალი აქტივობა ახასიათებს, მაგრამ მიაჩნია, რომ მიუხედავად ოპოზიციის გარკვეული ნაწილის ბოიკოტისა, აქტივობა მაღალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები