ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც 2 თებერვალს, თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე საპოლიციო ძალების მიერ ძალის გადამეტებაზე საუბრობს და ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.
"ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის მორიგი ძალადობრივი დემონსტრირების გამო.
თავისი რეპრესიული ქმედებებით, მმართველი ელიტა ქართველ ხალხთან და მათ ევროპულ მისწრაფებებთან განხეთქილებას კიდევ უფრო აღრმავებს.
სრულად ვუჭერთ მხარს ქართველებს, თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სწრაფვაში", - წერს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.