მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მნიშვნელოვანია, ბიზნესი გადახდისუნარიანი იყოს, რათა თანამშრომელი დააკავოს - გიორგი დარციმელია

64652ca8b0d74
ალა ისპირიანი
17.05.23 23:00
822
სერტიფიცირებული გიდი, სომელიე, Queen Tamada-ს დამფუძნებელი გიორგი დარციმელია მიიჩნევს, რომ ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესი გადახდისუნარიანი იყოს, რადგან კადრი შეინარჩუნოს.

როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა საქართველოდან მიგრანტების წასვლის მიზეზი შემოსავლებთან შედარებით ხარჯების გადაჭარბებაა, რაც მათ საზღვარგარეთ მუშაობისკენ უბიძგებს.

„როცა საქართველოში ადამიანი იმ განსაკუთრებული სერვისებისთვის მიიღებს მეტ ანაზღაურებას, ვიდრე სხვაგან ჩვენი ემიგრანტები, მაშინ არის გარდატეხის მომენტი. ალბათ ეს იქნებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ თვითონ ეკონომიკა, ბიზნესი გადახდისუნარიანი იყოს, რომ დააფასოს ის კადრი, რომელიც ადგილზე ჰყავს და დაამაგროს ადგილზე.

მან არ უნდა იფიქროს, სადღაც წავიდეს რომ თავისი შემოსავალი ხარჯზე ნაკლები არ იყოს და აბსოლუტურად ყველაფერზე მიდის. ეს იქნება ქვეყანაში გარდამტეხი მომენტი, როცა ის დამატებული ღირებულება და დაფასებული შრომა ადგილზე დაამაგრებს კვალიფიციურ კადრს“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები