მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მნიშვნელოვანია ჩინეთთან აქტიური ურთიერთობა, მათ შორის, ინფრასტრუქტურული კუთხით - რევაზ სოხაძე

რევაზ სოხაძე

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძის განცხადებით, ჩინეთთან აქტიური ურთიერთობა მათ შორის ინფრასტრუქტურის კუთხით მნიშვნელოვანია. ამის შესახებ მან ჩინეთში, პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ საქართველოში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩინური კომპანიები აქტიურად არიან ჩართულები.

„მონაწილეობას ვიღებთ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაში, ეს არის იმპორტის საერთაშორისო გამოფენა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ზოგადად, ორ სახელმწიფოს შორის აქტიური ურთიერთობა, მათ შორის, ინფრასტრუქტურული კუთხით.

იცით, რომ საქართველოში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში აქტიურად არიან ჩინური კომპანიები ჩართულები და ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა ორმხრივად კიდევ უფრო გაღრმავდება. ეს ვიზიტი, სწორედ, ამას ემსახურება - ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას,“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

საქართველოში უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩინური სამშენებლო კომპანიების მიერ სრულდება - ამის მიზეზია ის, რომ საერთაშორისო დონორების მიერ გამოცხადებულ მრავალმილიონიან ტენდერებში ყველაზე დაბალი ფასი სწორედ მათ წარადგინეს, რის შედეგადაც ჩინური სახელმწიფო კომპანიები საქართველოში მსოფლიო ბანკის, ADB-ის, EIB-ის, EBRD-ისა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილ პროექტებს აშენებენ. მთლიანობაში გაფორმებული კონტრაქტების ღირებულება მილიარდობით ლარს აჭარბებს. ჯერჯერობით კომპანიებს 2024 წლის ფინანსური შედეგები გამოქვეყნებული არაა, თუმცა გასაჯაროვდა 2023 წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები