მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ ჩართულობა შესაბამის ოფიციალურ პირებთან“ - სახდეპი საქართველოზე

ვედანტ პატელ
02.07.24 00:24
1951

ქართველი ოფიციალური პირების ნაწილისთვის დაწესებული სავიზო შეზღუდვების ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი განმარტავს, რომ "შესაბამის" ქართველ და ამერიკელ ოფიციალურ პირებს შორის, ჩართულობა გრძელდება. შესაბამის თარგმანს "ამერიკის ხმა" ავრცელებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, გზავნის თუ არა ოფიციალური ვაშინგტონი შერეულ გზავნილებს საზოგადოებაში, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე განმარტავს, რომ არა. ჟურნალისტი გულისხმობდა, ერთი მხრივ, ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ, სავიზო შეზღუდვების დაწესებას და მეორე მხრივ, ნატოს ვაშნგტონის სამიტზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოწვევას.

„როცა საქმე საქართველოს ეხება, და ვიცით, რომ ამ ბრიფინგების ოთახში ბევრი გვისაუბრია საქართველოზე, მათ შორის კანონზე, რომელიც ახლახანს მიიღეს. და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასევე გავაგრძელოთ ჩართულობა საქართველოს მთავრობის შესაბამის ოფიციალურ პირებთან. ეს არის ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ კვლავ გვაქვს მთელი რიგი საკითხები, რომლებსაც, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კონტექსში, გვსურ პრიორიტეტი მივანიჭოთ. და რა თქმა უნდა, როცა საქმე ეხება ამ კონკრეტულ კანონმდებლობას, თქვენ გსმენიათ ჩემი და მეთიუს [ მეთიუ მილერი, აშშ-ის სახ. დეპარტამენტის სპიკერი] საუბარი, იმ პრობლემებზე, რაც გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ეს [კანონი] ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებას. და ჩვენ მაინც გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია ჩართულობა და კვლავაც არის სხვა საკითხები, რომლებზეც ეჭვი არ გვეპარება, ჩვენ მათთან ვისაუბრებთ", - განაცხადა ვედანტ პატელმა, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები