"ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ჩვენი ქვეყნების წინსვლისათვის მნიშვნელოვანია, თანდათან მოგვეცეს ევროკავშირის ერთიანი ბაზრით გათვალისწინებულ თავისუფლებებზე მეტი წვდომა, რაც მეტ ხელშესახებ შედეგს მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პარლამენტთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„პროგრესული ინტეგრაცია ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის ჩვენი ქვეყნებისა და მოქალაქეების მომზადების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. გასულ წელს საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის ტრანსპორტის თანამეგობრობაში დამკვირვებლის სტატუსი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს პროგრესულ ინტეგრაციას ევროკავშირის სატრანსპორტო ბაზარზე. ასევე, საქართველომ განაცხადი შეიტანა ერთიანი ევროგადახდების სივრცის, როუმინგის ერთიანი სივრცისა და ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის წევრობაზე. ჩვენი მოქალაქეები განსაკუთრებით სწორედ ამ გზით იგრძნობენ ევროკავშირიდან მომდინარე სიკეთეებს.
ჩვენი ქვეყნების მომავალი ევროკავშირშია და ერთმანეთის მხარდაჭერა ამ გზაზე აუცილებლად მიგვიყვანს ჩვენს სანუკვარ მიზნამდე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.