მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მნიშვნელოვანია, პატიმართა რაოდენობა სერიოზულად შემცირდეს" - მთავრობა "ამნისტიის კანონის" მიღებას გეგმავს

ციხე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი უახლოეს დღეებში პარლამენტში “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტის ინიციირებას გეგმავს, რომლითაც ქვეყანაში პატიმართა რაოდენობა შემცირდება და ევროპულ მაჩვენებლებს დაუახლოვდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ისაუბრა.

“უკვე არის შედგენილი, მომზადებული შესაბამისი მუხლების, პუნქტების სია სისხლის სამართლის კოდექსიდან, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ამნისტიის წესით პირთა გათავისუფლებას.
დაგეგმილი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში დავაინიიციროთ შესაბამისი კანონპროექტი. ჩვენ ივლისში ალბათ მოგვიწევს რიგგარეშე სესიაზე საუბარი, გარკვეული საკითხები იქნება განსახილველი. ივლისში შესაძლებელი იქნება პირველი მოსმენით ამ კანონპროექტის მიღება ისე, რომ სექტემბერში სამი მოსმენით დასრულდეს ამნისტიის კანონის მიღება”, - ამბობს კობახიძე.

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში 10 000-მდე პატიმარია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, რომელთა რაოდენობის ⅓-ით შემცირებაც ოპტიმალურ მონაცემებთან დაგვაახლოებს.

“კიდევ ერთხელ მინდა გავაჟღერო, რომ არ არის დღევანდელი მონაცემები ოპტიმალური, ჩვენ გვყავს 10 000-მდე პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და მნიშვნელოვანია, ახლო მომავალში სერიოზულად შემცირდეს პატიმართა რაოდენობა იმისათვის, რომ ჩვენ დავუახლოვდეთ ოპტიმალურ ევროპულ მაჩვენებელს. ამისათვის სასურველი იქნებოდა მინიმუმ დაახლოებით 1/3-ით პატიმართა რაოდენობის შემცირება და ვფიქრობთ, რომ ამნისტიის კანონი, რომელიც არის მომზადებული, ამ მიზნის მიღწევაში სერიოზულ წვლილს შეიტანს.

დაინიცირდება კანონპროექტი და იმედი გვაქვს თქვენი აქტიური ჩართულობის. დარწმუნებული ვართ, რომ ჩაერთვებით ამ კანონპროექტის განხილვაში“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები