საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამედიცინო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.
ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი პაციენტების საუკეთესო ინტერესის დაცვაა და შეხვედრა სწორედ იმისთვის იმართება, რომ ეს ინტერესი მაქსიმალურად იყოს დაცული
"ჯანმრთელობის დაცვის სექტორში, სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკაა, რომ რაც შეიძლება მეტი უნდა გაკეთდეს პაციენტის საუკეთესო ინტერესის დასაცავად და დასაკმაყოფილებლად, უზრუნველსაყოფად. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს აქტიური თანამშრომლობა იმ დარგთან, რასაც სამედიცინო საზოგადოება და კლინიკები ჰქვია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აქ გვქონდეს პარტნიორული დამოკიდებულება და ურთიერთობა. მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივიღოთ მათგან და გავუზიაროთ ჩვენი გადაწყვეტილებების მოსალოდნელობის შესახებ ინფორმაცია, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ მთავარი პრიორიტეტი, პაციენტის ინტერესების დაკმაყოფილება იყოს მაქსიმალურად შესაძლებელი", - განაცხადა მინისტრმა.
შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.