მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯანდაცვაში ინფლაცია ისე არ უნდა გავიგოთ, რომ მოწყვლადი ჯგუფებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაძვირებულია - სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის ინფლაციის საკითხები ისე არ უნდა გავიგოთ, რომ მოწყვლადი ჯგუფებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაძვირებულია. მიხეილ სარჯველაძე კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ IV საერთაშორისო კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ სახელმწიფო თავის თავზე იღებს იმ ფუნქციებს, რომ მოწყვლად ჯგუფებს ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა არ შეეზღუდოთ.

„ჯანდაცვის ინფლაციის საკითხების გამოკვლევა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და საყურადღებო თემაა, თუმცა ისე არ უნდა გავიგოთ ეს ყველაფერი, რომ, მაგალითად, მოწყვლადი ჯგუფებისთვის რომელიმე სერვისზე ხელმისაწვდომობა რამენაირად გაძვირებულია. სახელმწიფო თავის თავზე აქვს აღებული ყველა იმ ფუნქციის და ვალდებულების შესრულება, რომელიც მოწყვლად ჯგუფებს, სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობაში ეხმარება. მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს მნიშვნელოვანი თემაა, თუმცა არ შეიძლება ეს თემები გამოყენებული იქნეს სასპეკულაციოდ. ეს არ არის, რა თქმა უნდა, ის პრობლემა, რომელიც ტვირთია ჩვენი ქვეყნის მოწყვლადი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები 8.9%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.75 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.3 %), საავადმყოფოების მომსახურების (9.2%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (8%) ქვეჯგუფებზე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები