მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მნიშვნელოვანია, საქართველოში ვითარდებოდნენ ევროპული და არა რუსული სტილით ფულის მკეთებელი ბიზნესები - ბიზნესმენი

ბექა ბექაია

"მნიშვნელოვანია, საქართველოში ვითარდებოდნენ ევროპული ტიპის ბიზნესები და არა რუსული სტილით ფულის მკეთებელი ბიზნესები", - ამის შესახებ „ნუტრიმაქსის“ დამფუძნებელმა ბექა ბექაიამ BMGTV-ის ეთერში განაცხადა.

როგორც ბექაია ამბობს, მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაძაბული ფონისა, მას პოზიტიური განწყობა აქვს.

„ვფიქრობ, მოსახლეობის უმრავლესობას კარგად აქვს გააზრებული, რა უნდა ქვეყანას, საით უნდა წავიდეს და რა საფრთხეების წინაშე ვდგავართ. იგრძნობა რუსული გავლენები, თან მზარდი. ზოგადად, რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებშიც მუშაობს ბიზნესი, თუმცა არსებობს ბიზნესი და არსებობს ფულის კეთება. ფული კეთდება ავტორიტარულ ქვეყნებშიც, რუსეთშიც, ირანშიც და ა.შ.

ჩვენ თუ გვინდა ვიყოთ მზარდი, გვქონდეს ინკლუზიური ეკონომიკა, მარტო პატარა ფენა არ იყოს მდიდარი და საშუალო ფენა იყოს დიდი ზომის, ზოგადად აიწიოს ეკონომიკამ ყველა ადამიანზე, ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ვითარდებოდნენ ევროპული ტიპის ბიზნესები და არა რუსული სტილით ფულის მკეთებელი ბიზნესები. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ევროკავშირისკენ ინტეგრაცია“, - განაცხადა ბექა ბექაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები