მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მობილურების იმპორტი რეკორდულად იზრდება - რომელი ქვეყნებიდან ყიდულობს საქართველო სმარტფონებს?

64a55fe99d1b3
შოთა ტყეშელაშვილი
06.07.23 09:32
1905
საქართველოში მობილური ტელეფონების იმპორტი მკვეთრად იზრდება. 2023 წლის პირველ 5 თვეში იმპორტის მოცულობა უკვე 111 მილიონ დოლარს აჭარბებს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 54%-ით მეტია.

იმპორტის მატებასთან ერთად გაზრდილია მობილურის საშუალო ფასიც, თუკი 2022 წლის 5 თვეში ის 210 დოლარს შეადგენდა, 2023 წლის 5 თვის საშუალო ფასი 342 დოლარი, ანუ 890 ლარია.

მთლიანობაში წელს შესყიდული მობილური ტელეფონების რაოდენობა 324 ათასია, რაც პირობითად მოსახლეობის 9%-ისთვის სამყოფი მობილურების რაოდენობაა.

შედარებისთვის, სრული 2022 წლის განმავლობაში საქართველომ 237 მილიონი დოლარის ღირებულების 880 ათასი მობილური ტელეფონი შეიძინა. ეს რაოდენობა პირობითად მოსახლეობის 24%-ის სამყოფ ტელეფონებს უდრის.

უცვლელია იმპორტის მთავარი ქვეყნები, საქართველოში ტელეფონების ნახევარზე მეტი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან შემოდის. ამის მიზეზია ის, რომ UAE სმარტფონებით ვაჭრობის ერთ-ერთი გლობალური ცენტრია. მეორე ადგილზეა ჩეხეთი, საიდანაც წელს 31 მილიონის ღირებულების მობილური ტელეფონები შემოვიდა.

საიდან ყიდულობს საქართველო სმარტფონებს - რეიტინგი (2023 წლის 5 თვე):

1) არაბთა გაერთიანებული საამიროები - $72,936,200 დოლარი;
2) ჩეხეთი - $31,620,380 დოლარი;
3) ვიეტნამი - $12,549,450 დოლარი;
4) ჰონ-კონგი - $10,637,250 დოლარი;
5) ჩინეთი - $5,274,570 დოლარი;
6) ნიდერლანდები - $4,040,340 დოლარი;
7) ინდოეთი - $2,477,730 დოლარი;
8) შვედეთი - $2,180,960 დოლარი;
9) კვიპროსი - $1,062,810 დოლარი;
10) შვეიცარია - $845,410 დოლარი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები