369.2 მილიონი ლარი ოპერატორების მიხედვით ასე ნაწილდება:
- "მაგთი" - 171.3 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 1.8%;
- "სილქნეტი" - 131.5 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 1.1%;
- "ვიონი საქართველო" (ბილაინი) - 66.5 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 14.7%.
მობილური ოპერატორების რეიტინგი აბონენტების მიხედვით:
- "მაგთი" - 2,035,315 აბონენტი
- "სილქნეტი" - 1,755,209 აბონენტი
- "ბილაინი" - 1,237,245 აბონენტი
სტატისტიკა ქვეყანაში გაგზავნილი SMS-ების რაოდენობის შემცირებასაც აჩვენებს. 2019 წლის სექტემბერში სულ 264 მილიონი მოკლე ტექსტური შეტყობინება გაიგზავნა, რაც 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით 6.8%-ით ნაკლებია.
SMS-ების რაოდენობის შემცირება, სავარაუდოდ, მობილური ინტერნეტის ფართოდ გავრცელებას უკავშირდება, რომლის მეშვეობითაც ტექსტური შეყტობინებების გაგზავნა გაცილებით უფრო იაფია.
2019 წლის განმავლობაში მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა 2.6 მილიონს შეადგენს, რაც 2018 წელთან შედარებით 8%-ით მეტია.