წელიწადის ყველაზე ცხელი სეზონის დადგომასა და შვებულებების დაგეგმვასთან ერთად, აქტიურდება ყველა ის თემა, რომელიც მოგზაურობას ეხება. ის, რაც ხშირად მოგზაურებს აწუხებთ, სწრაფი და ხარისხიანი და რაც მთავარია, ხელმისაწვდომი ინტერნეტის არარსებობაა. მართალია, როუმინგული ინტერნეტი ყველა ოპერატორს აქვს, თუმცა ეს მომსახურება საკმაოდ დიდ ფინანსურს რესურსსაც მოითხოვს. სწორედ ამ გამოწვევაზე საპასუხოდ, მოგზაურებისთვის საინტერესო პროდუქტი, ქართულმა კომპანია მობინექსმა შექმნა, რომელიც როგორც სიმ კარტის, ასევე სულ რამდენიმე წამში E Sim-ის გააქტიურებით მომხმარებელს ინტერნეტის პრობლემას სრულად უგვარებს და მასზე მორგებულ პაკეტს სთავაზობს. როგორია მობინექსის დაფარვის არეალი, რა საფასო კატეგორიაში მისი სერვისები წარმოდგენილი და ზოგადად, როგორ ვითარდება ბრიტანეთის ბაზარზე წარმოდგენილი პირველი ქართული მობილური ოპერატორი?
სტუმარი: მარიამ კაკაბაძე - mobineX-ის თანადამფუძნებელი;
#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად