მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Moderna ე.წ. „ბუსტერ“ დოზისთვის ევროკავშირისგან ავტორიზაციას ელის

6134a0ac802e1
თათია კაკიაშვილი
05.09.21 15:17
716
Moderna ევროკავშირისგან ე.წ. „ბუსტერ“ ანუ გამაძლიერებელი დოზისთვის ავტორიზაციას ელის. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

კომპანიაში განაცხადეს ისიც, რომ აშშ-ის სურსათის და წამლის ადმინისტრაციაში მესამე დოზის მიღებაზე საჭირო მონაცემების წარდგენა ამ დროისთვის დასრულებულია. ითქვა ისიც, რომ კლინიკური კვლევის მონაცემებმა და დამატებითმა ანალიზმა აჩვენა, რომ Moderna-ს Covid-19 ვაქცინის 50 მიკროგრამი გამაძლიერებელი დოზა ადამიანის ორგანიზმში დელტა ვარიანტის წინააღმდეგ ძლიერი ანტისხეულების რეაგირებას იწვევს.

ე.წ. „ბუსტერ“ დოზების მიღების საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, საკმაოდ გადამდები დელტას ვარიანტის გავრცელების ფონზე, სუსტი იმუნური სისტემის მქონე მოქალაქეებს COVID 19 საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი დოზის ინექციები შესთავაზეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები