მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Moderna-ს მიერ წარმოებული ვაქცინა $25-დან 37 დოლარამდე ეღირება

5fba34a9a7d01
თელარა გელანტია
22.11.20 13:50
1316
ამერიკულ კომპანია Moderna-ს მიერ წარმოებული covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინა 25-დან 37 აშშ დოლარამდე ეღირება.
ამის შესახებ Reuters კომპანიის ხელმძღვანელის სტეფან ბანსელის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. „ჩვენი ვაქცინა, დაახლოებით, იგივე ღირს, რაც - გრიპის საწინააღმდეგო, რომლის ფასი $ 10-დან 50 დოლარამდეა“, - თქვა მან.

ამასთან, Moderna-ს CEO აცხადებს, რომ თითო დოზა ვაქცინის ფასი შეკვეთების მოცულობაზეც იქნება დამოკიდებული.

შეგახსენებთ: გასულ კვირას ფარმაცევტულმა კომპანიამ თავისი ვაქცინის თითქმის 95%-იან ეფექტურობაზე განაცხადა. მაშინ BBC წერდა, რომ კომპანია მომდევნო კვირების განმავლობაში ავტორიზაციისთვის აშშ-ის მარეგულირებელი სამსახურისთვის მიმართვას გეგმავს.

Moderna-ს განცხადებით, მათ ქვეყანაში 20 მლნ დოზა ვაქცინის უზრუნველყოფა შეუძლიათ. კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს დიდი ბრიტანეთიც. ცნობილია, რომ ამ ეტაპზე, Moderna-სთან მოლაპარაკების რეჟიმშია ევროკომისიაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები