მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„მოდით, ცოტა ხანი თავი შევიკავოთ ღამის კლუბებში სიარულისგან... მერე მეც წამოვალ“ - გამყრელიძე

612894ef0a5e3
თელარა გელანტია
27.08.21 11:30
3133
„მოდით, ცოტა ხანი თავი შევიკავოთ ღამის კლუბებში სიარულისგან... მერე მეც წამოვალ“, - ასე უპასუხა NCDC-ის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც რეგულაციების არასათანადოდ დაცვას შეეხებოდა.

ჟურნალისტმა მაგალითად რიგ ღამის კლუბებში არსებული სიტუაცია მოიყვანა.

„ძალიან ბევრი მაკონტროლებელია დღეს - პოლიცია, შრომის ინსპექცია... კონტროლი სერიოზულად გამკაცრდა, მაგრამ გეთანხმებით, რომ მაინც ირღვევა წესები, ამიტომ კიდევ ერთხელ ერთმანეთს უნდა მოვუწოდოთ, რომ დავიცვათ რეგულაციები... ახალგაზრდები ხართ... მოდით, ცოტა ხანი თავი შევიკავოთ ღამის კლუბებში სიარულისგან, ხომ შეიძლება?! მერე როცა დამთავრდება, მეც დამპატიჟეთ და მეც წამოვალ“, - თქვა ამირან გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები