მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოგების გადასახადის ესტონური მოდელი შესაძლოა, ინდმეწარმეებზეც გავრცელდეს

64a3dc76c0a8c
ელენე გოგბერაშვილი
04.07.23 17:22
10211
ფინანსთა სამინისტროს მომზადებული აქვს პროექტი, რომლის მიხედვითაც მოგების გადასახადის ესტონური მოდელით დასაბეგრი ობიექტთა ბაზა ფართოვდება. საუბარია ინდივიდუალურ მეწარმეებზე, რომლებიც დღეს კლასიკური მოდელით იბეგრებიან. 

„მუშავდება გეგმა, რომლის მიხედვითაც ინდივიდუალური მეწარმეები შესაძლებელია გადავიდნენ დაბეგვრის იგივე პრინციპზე, რომლითაც იბეგრებიან საწარმოები, რაც გულისხმობს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება დაბეგვრა, როცა მოხდება მათი პირადი მიზნისთვის გამოყენება მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში.

ინდ. მეწარმეების ნაწილი მცირე მეწარმედ არის რეგისტრირებული და 1%-იან დაბეგვრის რეჟიმზე არიან, ისინი ამ პრინციპზე ალბათ არ გადავლენ. აქ იგულისხმება ის ნაწილი, რომელიც იბეგრება კლასიკური მოგების გადასახადის პრინციპებით, ანუ შემოსავალს მინუს ხარჯები არის მათთვის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი. არ შეიძლება განსხვავება გვქონდეს, როცა ერთი და იგივე ბიზნესია, ერთი და იგივე ხარჯებია, ერთი და იგივე მოცემულობაა.

ერთ შემთხვევაში ინდ. მეწარმე იბეგრება კლასიკური მოდელის მიხედვით, ხოლო ჩვეულებრივი საწარმო იბეგრება მოგების განაწილების პრინციპით ე.წ ესტონური მოდელის მიხედვით. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესებისთვის იყოს ერთგვაროვანი დაბეგვრის სისტემა“, - განმარტავს მამუკა ბარათაშვილი.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის, როდის ამოქმედდება რეფორმა ინდივიდუალური მეწარმეებისთვის, თუმცა გაანალიზებულია ფისკალური ეფექტი, რაც მოგების გადასახადის ესტონური მოდელის ბაზის გაფართოებას მოჰყვება. 100 მლნ ლარი - ეს არის თანხა, რაც ფინანსთა სამინისტროს გათვლებით, წლის განმავლობაში ბიუჯეტს დააკლდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები