მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიარდი ლარის გადასახადები აკრიფა წელს მთავრობამ?

ხელფასი

ფინანსთა სამინისტროს ხაზინა 2024 წლის პირველი კვარტალის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტმა 5.2 მილიარდი ლარის საგადასახადო შემოსავალი მიიღო, რაც ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული კვარტალის გეგმის 100.1%-ია.

კონკრეტული გადასახადების მიხედვით, ბიუჯეტის შესრულება ასე ნაწილდება:

  • დღგ - 1.73 მილიარდი ლარი, გეგმის 102.4%;
  • საშემოსავლო გადასახადი - 1.6 მილიარდი ლარი, გეგმის 98.7%;
  • მოგების გადასახადი - 620 მილიონი ლარი, გეგმის 57%;
  • აქციზის გადასახადი - 515 მილიონი ლარი, გეგმის 113%.

რაც შეეხება ბიუჯეტის შემოსავლების სხვა წყაროებს - პრივატიზებიდან პირველ კვარტალში მობილიზებულია 60.9 მილიონი ლარი, რაც პირველი კვარტალის გეგმის 169%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები