მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოგეხსენებათ, ჩემს ქვეყანაში საქართველოს მიმართ დიდი თანაგრძნობა არსებობს" - ლიეტუვის პრეზიდენტი

ნაუსედა

"სამწუხაროდ, საქართველოში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიისა და დემოკრატიული მმართველობის ევროპულ გაგებას არ შეესაბამება", - ასე შეაფასა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ, ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში საქართველოს შესახებ ჩანაწერი.

ამის შესახებ ნაუსედამ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

"საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი პროცესებით შეწუხებული ვარ, რადგან, მოგეხსენებათ, ჩემს ქვეყანაში საქართველოს მიმართ დიდი თანაგრძნობა არსებობს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ლიეტუვისგან შორს მდებარეობს, ჩვენ ძალიან მჭიდრო, ემოციური და ისტორიული კავშირები გვაქვს. სამწუხაროა იმის დანახვა, რომ დაახლოების ნაცვლად, საქართველო ევროკავშირს შორდება.

სანამ არ გააცნობიერებენ, რომ დემოკრატიული წესები, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა დაცული უნდა იყოს, ვფიქრობ, ვითარება ძალიან რთული იქნება. ეს კი დიდი იმედგაცრუებაა ქართველი ხალხისთვის, რომელიც ელოდება, რომ ქვეყანა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე თამამ ნაბიჯებს გადადგამს", - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები