მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოგიწევთ სტანდარტის დახვეწა" - ვიქტორ წილოსანი ჟურნალისტებს

ავტობუსი

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი, ვიქტორ წილოსანი თავისი Facebook-ით თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების გაშუქებას აფასებს და აცხადებს, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, ჟურნალისტებს სტანდარტის დახვეწა მოუწევთ.

წილოსანის "სტატუსი" პასუხობს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, 30 აპრილს, რუსული კანონის საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ, მომიტინგეებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სამანქანო გზის გადაკეტვაში 18-მეტრიანი ავტობუსის მძღოლი ეხმარებოდათ.

"თავისუფლებაზე, დამოუკიდებლობაზე და ჟურნალისტურ სტანდარტზე, რომ გაქვს პრეტენზია და ორი დღეა ამ სისულელეს აზიარებთ, თან სპეციალურად მოტრიალების დროს იღებთ ფოტოს (ვიდეოს შეგნებულად არ დებთ) ხალხი რომ შეგნებულად შეცდომაში შეიყვანოთ, ამაზეა ის კანონიც ზუსტად! (ძალიან ბევრი ასეთი მაგალითის მოყვანა შემიძლია)

იცით, რომ არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ მოუნდება თავისი სახელით სიცრუის გავრცელება!

თქვენც მოგიწევთ სტანდარტის დახვეწა! (რომელიც არ გაწყობთ და შეგნებულად იქცევით ასე)
ეგ არ გინდათ ზუსტად!

ამას ფუთავთ თავისუფალ სიტყვაზე ზეწოლად! (ტერმინები არის მოგონილი მიზეზები)

ამ კანონპროექტის განხილვის დროს მაინც ნუ გაავრცელებთ მცდარ ინფორმაციას, მაგრამ ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია", - წერს ვიქტორ წილოსანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები