მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„მოგმართავთ თხოვნით, "ფაიზერის“ მეორე დოზაზე 24 ივლისის 12:00 საათამდე დარეგისტრირდით“

60fa95df2897d
ინგა მურუსიძე
23.07.21 14:15
2087
„ფაიზერის“ ვაქცინით აცრილებისთვის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია დღეს დაიწყება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, ერთჯერადად აცრილ მოქალაქეებს 24 ივლისიდან 16 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში შეეძლებათ გააკეთონ ჯავშნები და აიცრან.

„ფაიზერის“ ვაქცინაციის მეორე დოზის მიღებაზე რეკომენდაცია არის 21 დღე. გთხოვთ, „ფაიზერის“ მეორე დოზით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია გაიაროთ 24 ივლისის 12:00 საათამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში რეგისტრაცია მოხდება ავტომატურად იმავე კლინიკაში, სადაც მათ ვაქცინაცია გაიარეს პირველ დოზაზე, თუმცა მოქალაქეებს ამ ჯავშნის მიღების შემდეგ შეეძლებათ, მოგვიანებით შეცვალონ ის და მათთვის სასურველი დრო და კლინიკა მიუთითონ“, - განმარტა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ პირველი დოზით „ფაიზერის“ ვაქცინით აცრილია 14 ათასი მოქალაქე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები