მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მოგზაურობა როგორც ხელოვნება - Travel As Art-ის ნიშა

მსოფლიოს წამყვანი ტურისტული ჯგუფებისა და ანალიტიკოსების მონაცემებით, 2026 წელი ტურიზმში სრულიად ახალი ტრენდების წელია. მასობრივი, დამღლელი დასვენება წარსულს ბარდება. წლევანდელი ტენდენციებია: ე.წ. Quietcations ანუ სიჩუმის ტურიზმი და დიჯიტალ-დეტოქსია, ჰიპერპერსონალიზებული მოგზაურობა და Off-grid ლოკაციები - ანუ გადატვირთული კურორტებისგან შორს, აბსოლუტურ სიმშვიდეში გაქცევა. თანამედროვე ადამიანი, რომელიც ციფრული გადაღლილობისა და სტრესის ქვეშ ცხოვრობს, ირჩევს ტურს, რომელიც მის ემოციურ და კულტურულ საჭიროებებს პასუხობს. სტანდარტული სასტუმროების ნაცვლად, ტრენდშია კულტურული ტურიზმი და გამოცდილება, როგორც ხელოვნება. სწორედ ამ გლობალურ მოთხოვნას ეხმიანება ქართული ტურისტული კომპანია Travel as Art რომელიც უარს ამბობს შაბლონურ მოგზაურობაზე და მომხმარებელს გამორჩეულ, ნიშურ და ესთეტიკურ ჯგუფურ ტურებს სთავაზობს. რას ითხოვს დღეს ქართველი მომხმარებელი და როგორ იქცევა მოგზაურობა ხელოვნებად?

სტუმარი: ეკატერინე გელოვანი - ტურისტული კომპანია Travel as Art, დამფუძნებელი;

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები