მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ევრო კრედიტმა” ახალი აქცია წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც კომპანია მომხმარებელს სესხზე 5 თვის საპროცენტო განაკვეთს აჩუქებს. როგორც “ევრო კრედიტის” საოპერაციო დირექტორი, სალომე გიორგბერიძე, BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში განმარტავს, აღნიშნული შეთავაზებით, მსესხებელი სესხის ვადის ბოლო 5 თვეზე მხოლოდ ძირ თანხას დაფარავს.
“ჩვენი კომპანია პერიოდულად იკვლევს, რა სურთ ჩვენს მომხმარებლებს და რა სჭირდებათ მათ, რა არის მათთვის მოსახერხებელი ან ნაკლებად მოსახერხებელი. ბოლო ასეთმა კვლევა გამოავლინა, რომ სესხის გადახდა ბევრისთვის რუტინული, მოსაწყენი პროცესია.
ამიტომ ვეცადეთ, რომ სესხის ვადის დასრულების ბოლო 5 თვე მომხმარებლისთვის სახალისო გაგვეხადა და, შესაბამისად, სესხის ვადის ბოლო 5 თვეზე ჩვენი მომხმარებელი არ გადაიხდის პროცენტს, მხოლოდ ძირ თანხას დაფარავს”, - ამბობს სალომე გიორგბერიძე.
“ევრო კრედიტის” შეთავაზება კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ ორივე სასესხო პროდუქტზე - ავტოსესხსა და თვითდასაქმებულთათვის სესხებზე ვრცელდება. საოპერაციო დირექტორის განმარტებით, 5 თვის პროცენტის საჩუქრად მისაღებად საკმარისია, მომხმარებელი რამდენიმე პირობას აკმაყოფილებდეს:
- სესხის მოცულობა: ₾4 000 და მეტი;
- სესხის ვადა: მინ. 30 თვე;
- ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 50%
“ევრო კრედიტმა”, რომელიც ბაზარზე 2011 წლიდან გამოჩნდა, გასულ თვეს მომხმარებლებს ახალი სერვისი შესთავაზა და თვითდასაქმებულებისთვის სესხის აღების პროცესი გაამარტივა. როგორც სალომე გიორგბერიძე BMG-სთან აღნიშნავს, ამ პროდუქტის მიმართ მომხმარებლის ინტერესი მზარდია.
“უკვე სრული ერთი თვეა, რაც ეს პროდუქტი შევთავაზეთ ბაზარს და უკვე შეინიშნება პორტფელის დინამიკის ზრდა, რაც ძალიან გვახარებს და ვიმედოვნებთ, რომ ასეც გაგრძელდება. ეს არის სესხი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც თავიანთი მცირე ბიზნესი აქვთ და მათი შემოსავლის დადასტურება სხვანაირად ხდება. შესაძლებელია, ეს ადამიანები იყვნენ ტაქსის მძღოლები, ძიძები, რეპეტიტორები… ყველა, ვისაც თავისი მცირე საქმიანობა აქვს და სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანიც, რომ ამ ადამიანებს დავხმარებოდით და მიგვეცა საშუალება, კონკრეტული შეთავაზებით ესარგებლათ”, - განმარტავს “ევროკრედიტის” საოპერაციო დირექტორი.
“ევრო კრედიტი” თბილისში 5 ფილიალითაა წარმოდგენილი. ამავე დროს, კომპანიის სერვისცენტრები ხელმისაწვდომია საქართველოს მასშტაბით, ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისში, ზესტაფონში, ხაშურში, გორსა და რუსთავში. ახალი ფილიალი გაიხსნა ახალციხეშიც და ქსელის განვითარება აპრილში თელავიდან გაგრძელდება.