საერთაშორისო ფინტექ კომპანია Moka United თბილისში, Starbucks-ის მაღაზიის ოპერაციებისთვის გადახდის პროცესების მხარდამჭერ POS ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფს.
საქართველოში Starbucks-ის პირველი ფილიალი თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, Axis Towers-ში გაიხსნა. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, Starbucks-ის პროდუქტები შეიძინონ სადებეტო და საკრედიტო ბარათებით, ასევე უკონტაქტო გადახდის მეთოდებით.
Moka United სხვადასხვა ქვეყანაში გადახდისა და ფინანსურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სერვისებს ავითარებს. კომპანია საქართველოში Moka United Georgia-ს სახელით, საქართველოს ეროვნული ბანკის ლიცენზიის საფუძველზე ოპერირებს.
Starbucks-ის საქართველოში შემოსვლა საერთაშორისო ბრენდის ადგილობრივ ბაზარზე გაფართოების ნაწილია, ხოლო Moka United-თან თანამშრომლობა Starbucks-ისთვის თანამედროვე გადახდის ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას ემსახურება.























