საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს, რესპუბლიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდა.
შეხვედრის შესახებ ჯო უილსონმა X-ზე დაწერა და კიდევ ერთხელ გააკეთა მოწოდება ივანიშვილის რეჟიმის სანქცირებაზე.
"მოხარული ვარ, რომ შევხვდი ჩემს დიდ მეგობარს, საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. არალეგიტიმურმა ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები ოქტომბერში და ახლა საქართველოს დიქტატურად აქცევს. ჩვენ გვჭირდება სასწრაფო სანქციები რეჟიმისთვის. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთადერთი გზაა!",- წერს ჯო უილსონი.
Grateful to see my great friend Legitimate President of Georgia @Zourabichvili_S! Illegitimate Ivanishvili rigged an election in October and is now turning Georgia into a dictatorship. We need immediate sanctions on the regime. Free and fair elections are the only way forward! pic.twitter.com/RkFOkWElHk
— Joe Wilson (@RepJoeWilson) February 15, 2025
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილის გერმანიაში იმყოფება, სადაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მართავს შეხვედრებს.




























