მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მოკლულია ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი

მაჰმუდ აჰმადინეჟადი

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულ მასშტაბურ სარაკეტო იერიშებს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი ემსხვერპლა.

"ის დაიღუპა პირად მცველებთან ერთად სიონისტური რეჟიმისა და შეერთებული შტატების სარაკეტო თავდასხმის შედეგად" - წერს ირანული მედია. აღსანიშნავია, რომ ყოფილი ლიდერი ისრაელის სახელმწიფოს ერთ-ერთ ყველაზე რადიკალურ მტრად მიიჩნეოდა და მუდმივად უარყოფდა ჰოლოკოსტის ისტორიას. აღსანიშნავია, რომ აჰმადინეჟადის მკვლელობა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე იმ უპრეცედენტო სამხედრო კამპანიის ნაწილია, რომელმაც აშშ და ისრაელი ახორციელებენ და რომელმაც უკვე შეიწირა ირანის პოლიტიკური და სამხედრო ელიტის დიდი ნაწილი.

რაც შეეხება თავად გარდაცვლილ ყოფილ ლიდერს, მაჰმუდ აჰმადინეჟადი 1956 წელს სოფელ არდანში დაიბადა და აკადემიური კარიერა ტრანსპორტის ინჟინერიის მიმართულებით აიწყო და მოგვიანებით დოქტორის ხარისხიც მოიპოვა. 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ იგი ისლამის რევოლუცურ გუშაგთა კორპუსს (IRGC) შეუერთდა და ირან-ერაყის ომში იბრძოდა, სადაც ფარულ სამხედრო ოპერაციებში იღებდა მონაწილეობას. მისი პოლიტიკური აღზევება 1993 წელს არდაბილის პროვინციის გუბერნატორობიდან დაიწყო. 2003 წელს მან თეირანის მერის პოსტი დაიკავა. ამ პოზიციაზე აჰმადინეჟადმა მკაცრი კონსერვატიული რეფორმები გაატარა, რამაც მას რადიკალურ წრეებში დიდი პოპულარობა მოუტანა და უმაღლესი პოლიტიკური ეშელონებისკენ გაუხსნა გზა.

2005-2013 წლებში აჰმადინეჟადი ირანის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა და თეირანის ბირთვული პროგრამის მთავარ სახედ მიიჩნეოდა. აღსანიშნავია, რომ 2009 წელს მის მეორე ვადით არჩევას ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები, ე.წ. „მწვანე მოძრაობა“ მოჰყვა, რაც რეჟიმმა სისხლში ჩაახშო. არსებული ინფორმაციით, თანამდებობის დატოვების შემდეგ იგი ქვეყნის უზენაეს ლიდერთან, ალი ხამენეისთან ღია კონფლიქტში შევიდა, რის გამოც მისი საპრეზიდენტო კანდიდატურა მცველთა საბჭომ, ანუ ორგანომ, რომელიც ადგენდა არჩევნებში მონაწილეთა სიას, სამჯერ დაბლოკა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები