მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოლდოვა დსთ-ის დატოვების პროცედურას იწყებს

64afa79940dbd
BM.GE
13.07.23 11:40
679

მოლდოვა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) დატოვების პროცედურებს იწყებს. ამჟამად მიმდინარეობს დსთ-ს ფარგლებში დადებული შეთანხმების გაუქმება. 

მოლდოვამ დსთ-ს დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის მარტში მიიღო. ქვეყნის მმართველი პარტიის თანახმად, ცვლილებები 300-მდე კანონსა და შეთანხმებაში უნდა შევიდეს.

შეთანხმებები, რომელთა გაუქმებასაც მოლდოვა აანონსებს, დსთ-ის ქვეყნებში მცირე ბიზნესის მხარდაჭერას, დსთ-ის წევრ სახელმწიფოებთან ერთად ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის ფორმირებას და სასაზღვრო ძალებისთვის სპეცტექნიკის შეღავათიან ფასებში გადაცემას მოიცავს.

დსთ 1991 წელს, საბჭოთა კავშირის ჩამოშლის შემდეგ შეიქმნა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები