მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოლდოვა Gazprom-ისგან გაზს აღარ იყიდის

მოლდოვა

მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრის ვიქტორ პალიცოვის განცხადებით, რუსული Gazprom-გან გაზს აღარ იყიდიან. საუბარია ქვეყნის იმ ნაწილზე, რომელსაც ცენტრალური მთავრობა აკონტროლებს. 

რუსეთისგან ბუნებრივი გაზის შესყიდვის შეწყვეტის შესახებ მოლდოვის მთავრობამ თავდაპირველად 2022 წლის დეკემბერში განაცხადა, თუმცა მაშინ ნათელი არ იყო რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს გადაწყვეტილება.

ენერგეტიკის მინისტრის განმარტებითვე, სხვა ევროპელმა მიმწოდებლებმა Gazprom-ზე უკეთესი ფასი შესთავაზეს.

როგორც Reuters წერს, რუსული სახელმწიფო კომპანია მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონს, რომელსაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი ღიად უჭერს მხარს, დღიურად 5.7 მლნ კუბური მეტრის მოცულობის გაზს აწვდის. ომის დაწყების დღიდან მოლდოვის მთავრობა გმობს რუსეთის ომს უკრაინაში და ღიად გამოხატავს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები