მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ევროკავშირის ქვეყნების გადაწყვეტილებას, გაუხსნან მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვას ბლოკში გაწევრიანებისთვის, X-ის საშუალებით ეხმიანება.
“მოხარული ვარ, მივიღო ბელგიის თავმჯდომარეობით ევროკავშირის საბჭოს განცხადება, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად პირველი მთავრობათაშორისი კონფერენციის 25 ივნისს ჩატარების შესახებ.
ეს არის მოლდოვისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და უფრო ძლიერი, ერთიანი ევროპისკენ”, - წერს მაია სანდუ.
14 ივნისს ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა 14 ივნისის საღამოს პრინციპულად დაამტკიცეს ევროკავშირში უკრაინის და მოლდოვის გაწევრიანების ჩარჩოები.