მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მოლოდინი გვაქვს, რომ აჭარაში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას შევინარჩუნებთ" - ჯაბა ფუტკარაძე

ჯაბა ფუტკარაძე

"მოლოდინი გვაქვს რომ აჭარაში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას შევინარჩუნებთ", - ამის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ განაცხადა.

"ეს გარკვეულწილად უზრუნველყოფილი იქნება იმ ვიზიტორთა რაოდენობის ზრდით, რაც მიმდინარე წელს გვაქვს დაგეგმილი", - განაცხადა მან და დასძინა, რომ წელს აჭარაში დაახლოებით, 5 მილიონზე მეტ ვიზიტორს ელოდებიან.

"ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ [ბიზნესი ცდილობს მოგების შემცირების ხარჯზე გაზარდოს გაყიდვები და ამის ხარჯზე იზრდება ეკონომიკა წელს], უშუალოდ აჭარაში, როგორც ტურისტული ისე უძრავი ქონების ბაზრის ჭრილში ასეა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბაზრის დივერსიფიცირება ხდება, განსაკუთრების კი უძრავი ქონების ბაზარს გამოვყოფ“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, საქსტატმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკა მარტში 9%-ით გაიზარდა, 2025 წლის პირველ სამ თვეში კი ზრდამ 9.3% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები