მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომართვიანობა ძალიან მაღალია, ყოველდღიურად ვამატებთ ოჯახის ექიმებს, რომ დაზღვეულებს მოვემსახუროთ - "ჯიპიაი"

61f0f177d71f0
ინგა მურუსიძე
26.01.22 11:01
776
კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების ფონზე სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგში“ დაზღვეულთა მომართვიანობა სამჯერ და მეტად გაიზარდა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის რეკორდულად ზრდის ფონზე, 24-საათიანი დატვირთვით მუშაობს ქოლ-ცენტრის დეპარტამენტი, ინფიცირებულ დაზღვეულთა სწრაფად და ხარისხიანად მომსახურების მიზნით, კომპანია ყოველკვირეულად ზრდის პირადი ექიმების რესურსს.

"ჯიპიაიში" აცხადებენ, რომ მიმართვიანობის ასეთი მაღალი დონე არცერთი ტალღის დროს არ დაფიქსირებულა და სიტუაციის ეფექტიანად სამართავად ცდილობენ დაზღვეულებს პირად ექიმებთან კონტაქტის საშუალება რამდენიმე პლატფორმიდან მისცენ.

თინათინ სტამბოლიშვილი, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორი: "პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო დაზღვეულებს, რომელთაც ვერ მოახერხეს ჩვენთან დაკავშირდება და დისკომფორტი შეექმნათ მომსახურების მიღების დროს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანის მომსახურება შევძლოთ, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ქოლ- ცენტრში თანამშრომელთა რაოდენობა გავზარდეთ, რეკორდული რაოდენობის ზარების ფონზე, ყველას მაინც ვერ ვპასუხობთ.

"ომიკრონის“ ტალღის ჯერ მხოლოდ დასაწყისში ვართ, თუმცა უკვე რეკოდულად გაიზარდა მომართვიანობა და სრულად გადაიტვირთა, როგორც ოჯახის ექიმების რესურსი, ისე ქოლ-ცენტრი. ყოველკვირეულად ვაკეთებთ მონიტორინგს და შემთხვევების ზრდის პარალელურად, ვზრდით ოჯახის ექიმების რესურსს. თუ დაზღვეული ცხელ ხაზზე ვერ დაგვიკავშირდება, შეუძლია მოგვწეროს Facebook გვერდზე- მესენჯერში და ჩვენი ოპერატორები დაეხმარებიან, ასევე გავააქტიურეთ კოვიდ პორტალი - covid.gpih.ge, სადაც შეუძლია კოვიდინფიცირებულ გაიაროს რეგისტრაცია, დატოვოს მონაცემები და ექიმი თავად დაუკავშირდება.

მომართვიანობა განსაკუთრებით დიდია ექიმთან დაუყოვნებლივ დაკავშირების თხოვნით. ჩვენს დაზღვეულებს ვთხოვ გაითვალისწინონ, რომ კოვიდის ლაბორატორიულად დადასტურების შემდეგ მათი მონაცემების 112-ის ერთიან ბაზაში მოხვედრას გარკეული დრო სჭირდება, ზოგჯერ - ერთი-ორი დღესც, ჩვენს ექიმებს კი მხოლოდ ამ ბაზაში რეგისტრაციის შემდეგ გადმოეცემათ ინფორმაცია პაციენტზე, ამის გამო შესაძლოა ექიმის რეაგირების დრო გახანგრძლივდეს, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. პაციენტებს ვთხოვთ, გაგებით მოეკიდონ ამ სიტუაციას, რომელიც დროებითია და დარწმუნეულები ვართ, პიკური პერიოდის შემდეგ გადაივლის".

ჯიპიაიში კოვიდ-პაციენტთა მართვის პროტოკოლი ასეთია:

ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, დაზღვეულს შეუძლა სწრაფი ტესტი გაიკეთოს სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე ლაბორატორიებში, მათ შორის - კლინიკა კურაციოში. უარყოფითი სწრაფი ტესტის პასუხიდან 72 საათის შუალედში, თუკი სიმპტომები გრძელდება, პირადი ექიმის მიმართვის საფუძველზე, PCR ტესტის გაკეთება უფასოდ არის შესაძლებელი. PCR ტესტზე მიმართვის მისაღებად ჩვენთან დარეკვა არ არის საჭირო, უმეტეს შემთხვევაში, პირადი ექიმი თავად იღებს გადაწყვეტილებას PCR ტესტის საჭიროებაზე და შესაბამისად ამისამართებს პაციენტს.

როგორც კი პაციენტი მოხვდება სახელმწიფოს ერთიან კოვიდ ბაზაში (112-ის ბაზა), ეს ინფორმაცია ჩვენთან ავტომატურად აისახება და ჩვენი ექიმები თავად დაუკავშირდებიან დაზღვეულს.

დაზღვეულის ჩვენთან დაკავშირება მხოლოდ მაშინ არის მიზანშეწონილი, თუ ლაბორატორიიდან დადებითი პასუხის მიღების შემდეგ 48 საათი და მეტი გავიდა, ან თუ აღენიშნება მძიმე სიმპტომატიკა.

ცხელი ხაზის გადატვირთვის გამო, უმეტეს შემთხვევებში უმჯობესია, დარეგისტრირდეთ კოვიდ პორტალზე covid.gpih.ge და დააფიქსიროთ თქვენი საკონტაქტო მონაცემები.

რაიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს, შეუძლიათ ამავე პორტალზე ნახონ მათი ოჯახის ექიმის ტელეფონის ნომერი და პირადად დაუკავშირდნენ.

"იმისთვის, რომ ოჯახის ექიმების რესურსი კოვიდ პაციენტებს მოხმარდეთ და ამის პარალელურად სხვა დაზღვეულებმაც შეძლონ სამედიცინო სერვისებით სარგებლობა, "ჯიპიაიში" მომსახურების გამარტივებული სქემები არსებობს. დაზღვეულს 90-მდე პროვაიდერ კლინიკაში პირდაპირ შეუძლია მიმართოს სამედიცინო მომსახურების მიღებისთვის და ადგილზე გადაიხადოს მხოლოდ თანაგადხდის წილი. გამარტივებული სქემით სარგებლობა შეუძლიათ როგორც კორპორაციულ, ისე ინდივიდუალ დაზღვეულებს - ჯიპიაი ექსკლუზივის პაკეტის მფლობელებს. ამავე კლინიკებში მიღებულ მკურნალობის დანიშნულების ატვირთვაცაა შესაძლებელი, რომ გაგიაქტიურდეთ ელექტორნული რეცეპტი, რომლის განაღდება აფთიაქშია შესაძლებელი.

ამავე კლინიკებში მიმართვისას დაზღვეულს შეუძლია პორტალით mygpi.ge ან აპლიკაციით MyGPI-ის საშუალებით, მოითხოვოს წინასწარი მიმართვა.

ამ კლინიკებში მოქმედებს თანაგადახდის სისტემა, პაციენტი იხდის მხოლოდ თავის გადასახდელ წილს, დაზღვევით გათვალისწინებული თანხა კი ადგილზე ეფარება. პროვაიდერი კლინიკების ჩამონათვალის გადამოწმება შეიძლება ბმულზე: https://www.gpih.ge/ka/privileged-provider-clinics.

სიტუაცია იცვლება და თვალყური ადევნეთ საიტს და Facebook ფეიჯს, სადაც მუდმივად განახლებულ ინფორმაციას მოგაწვდით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები