მიკროჩიპებისა და ნახევარგამტარების მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, ამერიკული AMD, მომავალ კვირას Radeon-ის ტიპის ახალ გრაფიკულ ბარათებს გამოუშვებს, - ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა The Verge-ი წერს. გამოცემის ვარაუდი გამყარებულია AMD-ის უფროსის ვიცე-პრეზიდენტის, სკოტ ჰერკელმანის განცხადებით, თითქოს მომდევნო კვირას, Gamescom-ზე, კომპანია მნიშვნელოვან პროდუქტებს წარადგენს.
კონკრეტულად რა პროდუქტებს წარადგენს AMD ამ ეტაპზე უცნობია, მაგრამ ერთი, რაც დადასტურებულად ვიცით ისაა, რომ Radeon RX 7000-ის სერიის გრაფიკული ბარათები კომპანიამ წელს უნდა გამოუშვას და როგორც AMD-ის დირექტორმა, ლისა სუმ უკანასკნელი ფინანსური შედეგების გამოქვეყნებისას თქვა, ეს 2023 წლის მესამე კვარტალში მოხდებოდა.
გრაფიკული პროცესორების გამოშვების გარდა, მომდევნო კვირაში კომპანიისგან ხარისხის გასაუმჯობესებელი პროგრამული უზრუნველყოფის ახალი თაობის ტექნოლოგიის - FidelityFX Super Resolution 3-ის წარდგენასაც უნდა ველოდოთ.
შეგახსენებთ, AMD მიკროჩიპებისა და ნახევარგამტარების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $168 მილიარდს აღემატება - ამ მაჩვენებლით, AMD რიგით 62-ე კომპანიაა მსოფლიოში.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.