მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“მომავალ კვირას მე და პუტინი ერთმანეთს ბუდაპეშტში შევხვდებით” - ტრამპი

ტრამპი და პუტინი

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ მომავალ კვირას ის და რუსეთი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში შეხვდებიან. განხილვის საგანი უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება. მხარეები კი საერთო აზრის გამონახვას შეეცდებიან.

ტრამპმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც რუს კოლეგასთან “ძალიან პროდუქტიული” სატელეფონო ზარი დაასრულა. მისი თქმით, ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრისთვის სამზადისი დაუყოვნებლივ დაიწყება და პროცესს უმაღლესი რანგის დიპლომატები, სახელმწიფო მდივანი რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლავროვი უხელმძღვანელებენ.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა აქამდეც, კერძოდ ალასკაზე შედგა. ისტორიულ სამიტზე მხარეებმა კონკრეტულ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა შეხედულებები გაცვალეს. მას შემდეგ ტრამპმის პოლიტიკა რუსეთის მიმართ მნიშვნელოვნად გაუარესდა, რადგან შტატების ლიდერი მშვიდობის დამყარების კუთხით მკაფიო ნაბიჯების გადადგმას ელოდა, საპასუხოდ კი ხელშესახები ვერაფერი მიიღო.

აქვე უნდა ითქვას, რომ ხვალ მსოფლიოს ყურადღება დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაზე იქნება გადატანილი. ორი ქვეყნის ლიდერებს მიმდინარე ომზე, მისი დასრულების გზებსა და შტატების მიერ ომში მყოფი ქვეყნისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტის, Tomahawk-ის გადაცემაზე უნდა ესაუბრათ, თუმცა, სავარაუდოდ, ეს საკითხი ხვალ ვერ გადაწყდება.

ბოლო პერიოდში ამერიკის პრეზიდენტის ყურადღება ისრაელ-ჰამასს შორის კონფლიქტის დასრულებაზე იყო გადატანილი, შესაბამისად, გაჩნდა მოლოდინი, რომ დონალდ ტრამპმა 2022 წელს დაწყებული ომის დიპლომატიური გზით მოგვარების მიმართ იმედი დაკარგა. თუმცა სიცხადისთვის უნდა ითქვას, რომ ალასკას სამიტის შემდეგ დონალდ ტრამპმა პოზიცია საგრძნობლად შეიცვალა და რუსეთსა და მის მოკავშირეებზე ზეწოლა გაზარდა. განსაკუთრებით ინდოეთზე, რომელსაც რუსული ნავთობის შეძენის გაგრძელების გამო ტარიფები გაუზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები