საშემოდგომო სესიის ბოლო კვირაში, 16-17 დეკემბერს, პარლამენტი მინისტრის საათის ფორმატში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს და იუსტიციის მინისტრს მოუსმენს, ხოლო 15 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს დაამტკიცებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
კახა კუჭავას თქმით, 14 დეკემბერი ტრადიციულად, პოლიტიკურ განცხადებებს დაეთმობა. კვირის განმავლობაში კი პარლამენტი დაჩქარებული წესით განსახილველ კანონპროექტებზე იმსჯელებს.




























