მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მომავალი კვირიდან ფქვილის ფასი კიდევ 2-3 ლარით გაიზრდება“ - "ბარაქა"

62bc79ef7c57a
BM.GE
29.06.22 21:25
1259
„მომავალი კვირიდან ფქვილის ფასი კიდევ 2-3 ლარით გაიზრდება“, - ამის შესახებ BM.GE-ს წისქვილკომბინატ „ბარაქას“ დირექტორმა ლადო ბიძინაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ფქვილის ფასის მატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბაზარზე არსებული არასტაბილური გარემო და რუსული რუბლის მერყეობაა.

ამასთან, ის განმარტავს, რომ ფქვილის ფასის დარეგულირებისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების და ხორბლის იმპორტის აღდგენა.

„ბარაქას“ დირექტორის თქმითვე, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამ საკითხთან დაკავშირებით კომპანიას აქტიური კომუნიკაცია აქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რომელსაც როგორც თავად ამბობს, პრობლემის გადაჭრის რამდენიმე გზა შესთავაზა, თუმცა სახელმწიფო უწყების მხრიდან ამ დრომდე არანაირი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა.

„მიმდინარე კვირის განმავლობაში ფქვილის ფასი უკვე გასცდა 80 ლარს. პირველი მიზეზი არის ის, რომ რუსული რუბლი გაძვირდა, ამას ასევე ემატება სტიქიის გამო გზის გაფუჭება, აქედან გამომდინარე, მიწოდების ჯაჭვში იქმნება პრობლემა. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ერთადერთი, რისი მოლოდინიც გვაქვს არის ის, რომ ფქვილის ფასი კიდევ 2-3 ლარით გაძვირდება“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობა ხორბლისა და ქერის ექსპორტს მიმდინარე წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე კრძალავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები