მომავალი წლიდან, ჩინური BYD-ის $10,000-იანი ელექტრომობილი, BYD Seagull-ი ევროპის ბაზარზე გაიყიდება. კონკრეტულად რა ეღირება ეს ბიუჯეტური ელექტროჰეჩბეკი ევროპაში, ამ დრომდე, დაზუსტებული არ არის, მაგრამ ევროპაში დაწესებული ტარიფებისა და ავტომობილის ევროპულ სტანდარტებზე მოსარგებად საჭირო განახლებების გათვალისწინებით, ავტომობილის ფასი, სავარაუდოდ, $21,500-ზე ნაკლები იქნება, რაც უახლესი ავტომობილისთვის საკმაოდ კონკურენტულ ფასად ითვლება.
ჩინური BYD, როგორც ცნობილია, ავტომობილების მწარმოებელი ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა მსოფლიოში, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $84 მილიარდს აღემატება. ამ მაჩვენებლით, მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი კომპანიების რეიტინგში ჩინური კომპანია მე-3 ადგილს იკავებს. BYD სხვადასხვა ტიპის ავტომობილებს აწარმოებს, ხოლო კომპანიის სამოდელო ხაზი $10,000-იანი ჰეჩბეკით, BYD Seagull-ით იწყება და $233,000-იანი სუპერქარით, BYD U9-თ მთავრდება. წელს, BYD-მ კომპანიის ისტორიაში პირველი ელექტროპიკაპიც გამოუშვა. ჩინური კომპანიის აქციონერებს შორის უორენ ბაფეტის საერთაშორისო კონსორციუმს, Berkshire Hathaway-ის ვხვდებით.