მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომავალი წლიდან შენგენის ზონაში ვიზიტორებისთვის ახალი გადასახადი ამოქმედდება

62b97ee69a236
მარიამ ვარადაშვილი
27.06.22 14:37
1913
შენგენის ზონაში მოგზაურების შემთხვევაში ვიზიტორებს დამატებით 7 ევროს გადახდა მოუწევთ. თანხის გადახდა მოგზაურობის მსურველებს ევროპის მოგზაურობისა და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) ამოქმედების შემდეგ მოუწევთ.

აპლიკანტები განაცხადის გაკეთებას ონლაინ, ვებ-გვერდიდან ან აპლიკაციის მეშვეობით შეძლებენ. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ ETIAS-ს აღება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნებისთვისაც სავალდებულო იქნება.

ევროკომისიის ინფორმაციით, ETIAS-ს აპლიკაციის შევსება მარტივი პროცედურაა და დაახლოებით 10 წუთი დასჭირდება. რაც შეეხება საფასურს, მისი გადახდა სავალდებულოა 18-70 წლამდე ასაკის ვიზიტორებისთვის. ევროკავშირის განცხადებით, ETIAS-ს სისტემის ამოქმედება 2023 წლის მაისიდან იგეგმება. ETIAS ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებსა და რეზიდენტებს არ შეეხებათ და ისინი ბლოკის შიგნით თავისუფლად გადაადგილდებიან.

აპლიკაციის პროცესი სრულად ონლაინ წარიმართება და აპლიკანტების 95% შემთხვევაში პასუხი დადებითი იქნება. უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში დადასტურების პროცესის მაქსიმალური ვადა ერთი თვეა. გავლილი ავტორიზაცია 3 წლის განმავლობაშია ვალიდური და ვიზიტორს საზღვრის კვეთა შეუზღუდავი რაოდენობით შეეძლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები