მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომავალი წლიდან თელავის აეროპორტს რეისები დაემატება - სერგო ტეფნაძე

63863d9c2191d
ალა ისპირიანი
29.11.22 22:25
1415
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორის სერგო ტეფნაძის ინფორმაციით, მომავალი წლიდან თელავის აეროპორტს, რომელიც „მიმინო“-ს სახელითაა ცნობილი რეისები დაემატება.

როგორც მან BMG-ის ეთერში განაცხადა წელს რამდენიმე რეისი ბათუმი-თელავის მიმართულებით განხორციელდა და ინფრასტრუქტურა სრულ მზადყოფნაშია დამატებითი რეისების შესრულებისთვის.

„ეს აეროპორტი ნამდვილად ისტორიულია. ყველა ახალგაზრდა, რომელიც საფრენოსნოს ამთავრებდა პრაქტიკული ცოდნის მისაღებად ამ აეროპორტში იწყებდნენ ფრენას და შემდეგ დიდ ავიაციაში გადმოდიოდნენ. როდესაც ეს აეროპორტი გადმოგვეცა სრულიად გაპარტახებული, უპატრონოდ მიტოვებული და მთელი ინფრასტრუქტურა განადგურებული იყო. მას მოსახლეობა საძოვრად იყენებდა. როდესაც ჩვენ გადმოგვეცა მოგვიწია სპონსორების მოძებნა და დიდი თანხის ჩადება, რომ რაღაც მდგომარეობაში მიგეყვანა. ამას ყოველ წლიურად ნელ-ნელა ვაკეთებდით.

დღეისათვის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლი სრულიად განახლებულია. ინფრასტრუქტურამ რაც აუცილებელია საავიაციო ტექნიკის მომსახურებისათვის და ასევე მფრინავთა და იმ საინჟინრო ტექნიკური პერსონალის საცხოვრებლად სასტუმროს ტიპის საცხოვრებლები ავაშენეთ და ასევე როდესაც მეორე კურსის შემდეგ სტუდენტები იქ პრაქტიკებზე მიდიან მათ არ უწევთ ქალაქში ბინის მოძებნა, აქვთ საშუალება, რომ ჩვენს ტერიტორიაზე იცხოვრონ.

წელს უკვე დაიწყო რეგიონალური ფრენების შესრულება. ეს პროექტი დაწყებულია, რამდენიმე რეისის შესრულებას სახელმწიფომ შეუწყო ხელი. როგორც მე ვიცი მომავალ წელს ისე, როგორც სხვა აეროპორტები ასევე იქნება ესეც დაფინანსებაში და უფრო მეტი რეისების შესრულების საშუალება გვექნება. წელს კი რამდენიმე რეისი ბათუმი-თელავის მიმართულებით უკვე განხორციელდა", - განაცხადა სერგო ტეფნაძემ.

"თელავის აეროდრომი ფრენების მისაღებად მზადაა" - საავიაციო უნივერსიტეტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები