მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მომდევნო 5 წელში "თელასი" და "ენერგო პრო" ჯამში ₾2 მილიარდამდე ინვესტიციას განახორციელებენ

ელექტროენერგია

მომდევნო 5 წლის განმავლობაში სს „თელასი“ და სს „ენერგო პრო ჯორჯია“ ჯამში 2 მილიარდ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებენ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ 2026-2030 წლებში განსახორციელებელი ინვესტიციები დაამტკიცა.

"საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით ელექტრომომარაგების გაუმჯობესებისათვის, მომდევნო 5 წლის განმავლობაში სს „თელასი“ და სს „ენერგო პრო ჯორჯია“ ჯამში 1,964,369,002 ლარის ინვესტიციას განახორციელებენ.

სს „თელასი“ 2026-2030 წლებში 400,308,116 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ განხორციელდება 1,564,060,886 ლარის ინვესტიცია",- აღნიშნავენ კომისიაში.

სემეკის თანახმად, საინვესტიციო გეგმები ითვალისწინებს სააბონენტო ქსელში ჭკვიანი მრიცხველების მოწყობას და სხვადასხვა პროექტებს, რომელთა განხორციელებაც აუცილებელია გამანაწილებელი ქსელების უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო ელექტრომომარაგებისათვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები