"მომდევნო კვირების განმავლობაში, თქვენთან ერთად ვუგულშემატკივრებთ Team USA-სა და საქართველოს გუნდებს!", - პარიზის ოლიმპიური თამაშების შესახებ აშშ-ის საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
"საფრანგეთში ოლიმპიური თამაშები დაიწყო და 8 სექტემბრამდე გაგრძელდება. სავარაუდოდ, ეს ყველაზე დიდი გლობალური სპორტული ღონისძიება იქნება ისტორიაში. ამერიკის მრავალფეროვნება ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა და Team USA-ს მეშვეობით სიამაყით წარმოვაჩენთ ჩვენს ღირებულებებს ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებზე. მომდევნო კვირების განმავლობაში თქვენთან ერთად ვუგულშემატკივრებთ Team USA-სა და საქართველოს გუნდებს!" - წერს აშშ-ის საელჩო საქართველოში.
ინფორმაციისთვის, პარიზში 33-ე ოლიმპიური თამაშების გუშინ, 26 ივლისს დაიწყო. ოლიმპიური მედლებისთვის 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით 206 ქვეყნის 10 500, მათ შორის 28 ქართველი სპორტსმენი იღებს მონაწილეობას. თუმცა დღეს, 27 ივლისს, ოლიმპიურ თამაშებზე 4 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.