მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მომდევნო წლები კიდევ უფრო საინტერესო იქნება - კალაძე მოსახლეობას

613c985a1e199
BM.GE
11.09.21 15:48
920
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობისა და კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ზემო და ქვემო ფონიჭალის მოსახლეობას შეხვდნენ.

„დღეს, ქალაქის წინაშე ბევრი პრობლემა დგას. ჩვენ კი ის გუნდი ვართ, ვისაც ამ ყველაფრის მოგვარება რეალურად შეუძლია. ამის თქმის უფლებას მაძლევს უკვე განხორციელებული პროექტები. უფრო მეტის გაკეთება გვინდოდა, თანხები მობილიზებული, თუმცა ბოლო ორი წელი პანდემიას ვებრძვით. ეს თანხები სოციალურ მიმართულებებზე გადავანაწილეთ. მაგრამ ამ რთული ვითარებიდან გამარჯვებულები გამოვალთ. მომდევნო წლები კიდევ უფრო საინტერესო იქნება. ყველა პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, ეს შეუძლებელია. თუმცა, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებთ და ამას ყველა დაინახავთ.

ჩვენ გვინდა მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში - მეტი სკვერი, მეტი მწვანე სივრცე, მეტი დასასვენებელი ადგილი ჩვენი შვილებისთვის, მეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები