მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

გვანცა ჩხეიძე
BM. GE
18.07.24 14:26
250

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. გვანცა ჩხეიძემ პრეზენტაციაზე საზოგადოებას გააცნო სამსახურში მომხმარებელთა მიმართვიანობის მზარდი მაჩვენებელი და სამსახურის რეაგირების შედეგები. აღსანიშნავია, რომ სამსახურში შესული 1572 საჩივრიდან, 1438 სრულად დაკმაყოფილდა.

ამასთან, ყურადღება გამახვილდა სამსახურის მიერ მომხმარებელთა ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად დანერგილ საპრევენციო ღონისძიებებზე და სატელეკომუნიკაციო სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე.

2023 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე, ასევე, მიმოხილული იყო სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული გამოწვევები, მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით დამცველის მიერ გაცემული ინდივიდუალური თუ ზოგადი ხასიათის რეკომენდაციები და სამსახურის სამომავლო გეგმები.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური შექმნილია „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მისი ფუნქციონირების მიზანია ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები