დღეს თბილისი მომხმარებლის დაცვის მესამე საერთაშორისო კვირეული გაიხსნა. ღონისძიების ორგანიზატორი ექვსი მარეგულირებელი უწყება - კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, სემეკი, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ეროვნული ბანკი, კომუნიკაციების კომისია და სურსათის ეროვნული სააგენტოა, რომლის ფარგლებში უწყებები მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებულ შედეგებს, გამოწვევებს და აღსრულების მექანიზმებს განიხილავენ. რა პროგრესი აქვს ქვეყანას მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების მიმართულებით და სად რჩება გამოწვევები, ელენე გოგბერაშვილის სიუჟეტიდან გიყვებით.