მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომხმარებლის მონაცემთა შეგროვებისთვის, სამხრეთ კორეამ Meta $15 მლნ-ით დააჯარიმა

facebook

სეულის მონაცემთა დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, Facebook-ის მფლობელი Meta $15 მილიონით დაჯარიმდა, რადგან კომპანია მომხმარებლის განსაკუთრებით საფრთხილო ინფორმაციას პლატფორმაზე რეკლამის განთავსების მსურველებს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე უზიარებდა - ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

მედიის ცნობით, ამერიკულმა გიგანტმა ინფორმაცია სამხრეთ კორეის 980 000 მოქალაქის შესახებ შეაგროვა - საქმე ეხება ცნობებს Facebook-ის მომხმარებელთა რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებებისა და სექსუალური ორიენტაციის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელს ამაზე თანხმობა არ გაუცია.

პერსონალური ინფორმაციის დაცვის კომისია აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაციით სამხრეთ კორეაში რეკლამის 4 000-მდე განმთავსებელმა ისარგებლა.

"კონკრეტულად, აღმოვაჩინეთ, რომ Meta მომხმარებელთა ქცევის ანალიზს მათ მიერ მოწონებული გვერდებისა და მათ Facebook გვერდებზე განთავსებული რეკლამების მიხედვით ახდენდა და სენსიტიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით არაერთი სარეკლამო თემა შექმნა", - განმარტა სააგენტომ.

ამავე დროს, Meta-მ უარი განაცხადა რამდენიმე მომხმარებლის თხოვნაზე, საკუთარ პერსონალურ ინფორმაციაზე ჰქონოდათ წვდომა. კომპანიამ ასევე ვერ შეძლო 10 სამხრეთ კორეელის ანგარიშების კიბერთავდასხმისგან დაცვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები